“ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლასთან და ტყვიაგაუმტარ მინასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო: ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს?! ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ტყვიაგაუმტარ მინას უკავშირდება, დანაშაულის გადაფარვას და დიდი საფრთხის გაუფასურებას ემსახურება”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან ადამიანები (ოპოზიციის რიგებში), რომელთათვის მსხვერპლი არა ტრაგედია, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის აუცილებელი პროცედურაა. შორს რომ არ წავიდეთ, სააკაშვილის და ალასანიას საუბრის გახსენებაც საკმარისია, სადაც სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სიტუაციის რადიკალიზაციისთვის საჭიროა მსხვერპლი. ალასანია უფრო შორს მიდის და ივანიშვილის მკვლელობისთვის ფინანსური ხარჯის გაღების მზაობას გამოთქვამს.
მსგავსი რადიკალური, დანაშაულისა და მსხვერპლისკენ მიდრეკილი ჯგუფისგან ყველაფერია მოსალოდნელი. უსაფრთხოების სამსახური სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პრევენციული ღონისძიება გაატაროს და ფატალური შედეგი არ დადგეს.
რა თქმა უნდა, ივანიშვილს დიდი სიფრთხილე მართებს, მით უფრო, უახლესი წარსულის გათვალისწინებით, – რამდენიმე თვის წინ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელდა თავდასხმა, შემდეგ – დონალდ ტრამპზე. სწორედ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ტრამპი ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარი მინების გარემოცვაში ხვდება, რაც დასავლეთში გონივრულ ნაბიჯად ფასდება”, – წერს ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.