„და მაინც, რას უპირისპირებს “ნაცსექტა” მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებებს? “ცვილის ფიგურების” კონტრარგუმენტები, მათივე ტროლ-ბოტების საუკეთესო ტრადიციებში, “სმაილებით” შეგვიძლია ავსახოთ,“ – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქართული ოცნება” – ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, გარედან თუ შიგნიდან გამომდინარე მილიტარისტული ზრახვების მაქსიმალური განეიტრალება.

“ცვილის ფიგურები” – 😆😆😆

“ქართული ოცნება” – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობით ომის დამარცხება, კონსტიტუციაში ახალი სახელმწიფოებრივი კონფიგურაციის ამსახველი ცვლილებების შეტანა.

“ცვილის ფიგურები” – 😆😆😆

“ქართული ოცნება” – ქვეყნის მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ პროექტებში მაქსიმალური ჩართვა, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

“ცვილის ფიგურები” – 😆😆😆

“ქართული ოცნება” – მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ერის საბაზისო ღირებულებების დაცვით, ყოველგვარი დამაზიანებელი კომპრომისების გარეშე, შესაბამის ღირსეულ, ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროკავშირში გაერთიანება.

“ცვილის ფიგურები” – 😆😆😆

“ქართული ოცნება” – სამშობლო, რწმენა, ოჯახი.

“ცვილის ფიგურები” – 😆😆😆

“ქართული ოცნება” – LGBTQ+ პროპაგანდის აკრძალვა საკონსტიტუციო დონეზე.

“ცვილის ფიგურები” – 😆😆😆

“ქართული ოცნება” – “ნაცსექტაზე” “ნიურნბერგის” პოლიტიკური სასამართლოს ჩატარება ქვეყნის ეროვნული, სარწმუნოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური წინსვლისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნის მიზნით.

“ცვილის ფიგურები” – 😆😆😆

ამ ორ პროგრამულ მოცემულობას შორის მოუწევს საქართველოს არჩევანის გაკეთება. საქართველოს მომავალი თაობების, დედა ეკლესიისა და ქართველობის წინაშე იმის ახსნა, თუ რატომ გავაკეთე არჩევანი ამაზე: “😆😆😆” ან, მით უმეტეს, თავი რატომ შევიკავე სწორი არჩევანის გაკეთებაზე, საკუთარი ნამუსის წინაშე პრობლემატურად ასახსნელი იქნება”, – წერს ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.