ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ოპოზიციას და მათ ექსპერტებს ამჯერად “ტყვიაგაუმტარი მინის” სინდრომი თუ ვირუსი შეეყარათ და, ეტყობა, არჩევნებამდე არ გაუვლით, ისეთი სერიოზული სახეებით აგებენ სულელურ თეორიებს უსაფრთხოების ტრივიალური ზომების მიმართ, რაც მთელ მსოფლიოში გამოიყენება, როდესაც ამის საჭიროება დგება”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.