“როგორ ჰგონია, ამ სიტყვებს აპატიებს ხალხი? მერე ნუ გაუკვირდება, ვინმე პასუხა თუ მოსთხოვს. შევახსენებ: ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილი არც მამაა და არც ძმა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გარანტი. ასე რომ, ამ არარაობას არავინ აპატიებს ამ სიტყვებს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის გზავნილებთან დაკავშირებით.
„ეს მშიშარა არაკაცი კამერებისა და ქალების გარემოცვაში როცა იმყოფება, მაშინ რომ კაცობს, აბა, გამოვიდეს მარტო, არ არის საჭირო ივანიშვილის პირისპირ, ერთი ჩვეულებრივი მისი მხარდამჭერის წინ გამოვიდეს და გაიმეოროს ეს სიტყვები, მაგრამ სად აქვს ამის თავი?! იცის, რომ “მოხვდება”. მოკალათებულა მიშას ფრთის ქვეშ და “უსაფრთხოდ” გრძნობს თავს.
ის სულელიც უწონებს ასეთ გამოხდომებს და ამ მოწვევის პარლამენტში ადგილსაც ჰპირდება, ალბათ.
ეს მართლა “ხიხო”, თავისი უნიჭო სულელი პატრონივით, ვის ეძახის “ხიხოს”, ვინც ყველაფერი შეუსრულა “ნაცმოძრაობას”, რასაც დაჰპირდა? ერთი დარჩა მხოლოდ – ამათი გასამართლება და აკრძალვა. დარწმუნებული ვარ, ამასაც შეუსრულებს. ამ მართლა “ხიხოს” ბევრი დანაშაული ექნება ჩადენილი. ეს ხომ იმ სულელის მონაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; ყველა ბოროტებასა და დანაშაულს ხელს მოაწერდა, აბა მონა რისი მონაა“, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.