„ქართული ოცნების“ ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით კონცერტები დაიგეგმა. პირველ მუსიკალურ საღამოს ლენტეხი მასპინძლობს.
„ამ ღონისძიებებს ხვალ ცაგერი, ზეგ ამბროლაური და 25 აგვისტოს ონი უმასპინძლებს. აქტიურობა ძალიან დიდია, ბევრია ახალგაზრდობაა, რაც ძალიან გვახარებს. ამდაგვარი აქტივობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ქრისტინე კობახიძემ.