საზოგადოება „ქართული” ლადო ასათიანის სახელობის პრემიის მიღების მსურველთათვის პირობებს აქვეყნებს.

„პრემია განკუთვნილია 32 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პოეტების მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსებისთვის.

საზოგადოება „ქართულის“ მიერ შექმნილ ჟიურიში კანდიდატებს საქართველოს მწერალთა კავშირი 2024 წლის 15 სექტემბრამდე წარადგენს.

ჟიური გამარჯვებულს პრემიას, რომელიც 3000 (სამი ათას) ლარს შეადგენს, 27 სექტემბერს მიაკუთვნებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 26 აგვისტოდან მიმართონ საქართველოს მწერალთა კავშირს დასახელებულ მისამართზე, ან ატვირთონ მის ელექტრონულ ფოსტაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, სულ მცირე, 7 ლექსი.

საქართველოს მწერალთა კავშირის საკონტაქტო კოორდინატები:

მისამართი: თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. #13 (გიგა ლორთქიფანიძის 4), საფოსტო ინდექსი 0105.

საკონტაქტო ტელეფონი: 599 38 12 74

ელ-ფოსტა: writersunionofgeorgia@gmail.com“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.