„ლევან ცუცქირიძის მიღებით „ლელომ“ მხოლოდ “ნაცების” ამომრჩეველი დაიმატა. ახლა იმტვრიოს თავი ამ ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, თუ ვინ უფრო მეტ ხმებს წაართმევს ძველ “ნაცებს”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„ყველას კარგად გვახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციების თავგამოდებული ბრძოლა „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ. მათ შორის იყო ლევან ცუცქირიძეც, რომელიც იმდენად იყო სასოწარკვეთილი, რომ ადამიანების პირად და პროფესიულ შეურაცხყოფაზეც კი გადავიდა, რითაც მხოლოდ საკუთარი უღირსი ქმედება და არაპროფესიონალიზმი გამოავლინა. როდესაც წლების განმავლობაში პოლიტიკოსებს, უცხოური გრანტებით, პოლიტიკური მარკეტინგის საკითხებში ატრენინგებ, იმდენი მაინც უნდა იცოდე, რომ  ეს მეცნიერების ერთ-ერთი სფეროა.

„დემოკრატიის ფესტივალის“ განმხორციელებელს მინდა შევახსენო, რომ ქართველმა ხალხმა ანტიდემოკრატიული ქმედების გამო სწორედ მათ „დემოკრატიის შუქურას“, მიხეილ სააკაშვილს უთხრა უარი. ლევან ცუცქირიძე “ნაცი” იყო არასამთავრობო ორგანიზაციაშიც და “ნაცი” დარჩება პოლიტიკაშიც.

რაც შეეხება „ლელოსთან“ შეერთებას, ლევან ცუცქირიძის მიღებით „ლელომ“ მხოლოდ “ნაცების” ამომრჩეველი დაიმატა. ახლა იმტვრიოს თავი ამ ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, თუ ვინ უფრო მეტ ხმებს წაართმევს ძველ “ნაცებს”. ისინი  ერთ ველზე მუშაობენ და არაფერი აქვთ საერთო ქართველი ამომრჩევლის უდიდეს ნაწილთან, რომელთა ხმები სწორი გზით –  „ქართული ოცნებისკენ“ წამოვა”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.