“საქართველოს აქვს რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ ის მოდელები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით და ამ შემთხვევაში, ჩინეთში წარმატებულად მუშაობს, ჩვენთანაც სწორად იყოს გადმოტანილი და ყველა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყოს გათვალისწინებული, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის დელეგაციაში შემავალი პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებს და აქცენტებს გააკეთებენ, რაც საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას დაეხმარება.
„ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებს და განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ინდუსტრიული ზონების და ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება,“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის: “ქართული ოცნების” დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში.