„ნაციონალებმა“ ხომ არც კანონი იციან და არც ჯანსაღი დისკუსია, პირდაპირ ძალადობაზე გადადიან, სისხლში აქვთ. როცა არგუმენტები არ გაქვს, რა თქმა უნდა, ძალადობაზე გადახვალ”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზონდერების მობილიზებას იწყებს.
„არ გამოუვათ არაფერი, კანონი გამჭვირვალობის შესახებ ძალაში დარჩება, რადგან რასაც იქ შეკრებილი ეკა ბესელიები, გიორგი ბურჯანაძეები და ა.შ. აბრალებენ ამ კანონს და უწოდებენ რუსულს, ტყუილია და ამას საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის.
ეს უნდა დამთავრდეს და ამაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა თქვან თავიანთი სიტყვა.
ყველანი არჩევნებზე!
საპარლამენტო უმრავლესობა მმართველ პარტიას!
P.S. და, რაც მთავარია, “ნაცმოძრაობამ” თავად დაადასტურა, რომ ეს არის პარტიული სარჩელი და სხვა არაფერი“, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.