ანალიტიკოსი გია აბაშიძე საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გასაჩივრებას “ფეისბუკის” გვერდზე აფასებს და აცხადებს, რომ ეს პარტიული სარჩელია, რასაც თავად “ნაცმოძრაობა” აღიარებს.
“საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ასაჩივრებს “ნაციონალური მოძრაობა” და თავად აღიარებს, რომ ეს პარტიული სარჩელია; პოზიციების გასამყარებლად ჰყავს ნაყარ-ნუყარი იურისტები და “ნაცზონდერები”.
მოღალატე პოლიტიკურ ძალაში არაფერი იცვლება – მჩხავანა უსაგნო არგუმენტები, და თუ ეს არ ჭრის – ძალმომრეობა. არც ერთ დესტრუქციას არ უწერია გამარჯვება”, – წერს აბაშიძე.