“ტოქსიკურმა კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“ეს კანონზომიერი და ლოგიკურია, ხოლო რადიკალებისთვის ტრაგიკომიკურია, რადგან კონსტიტუციის დარღვევაში “ნაცმოძრაობასთან” უნისონში, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ედავება უმაღლესი კანონის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი. თანაც თანასწორობის უფლებაზე რაღაც პრეტენზიები აქვთ “ნაცრეჟიმის” ადეპტებს, როცა კრიმინალი სააკაშვილის კლანის მმართველობისას ყველა უფლება ფეხქვეშ იყო გათელილი.

ამასთან, კრებსით “ნაცებს” ადვოკატებად ჰყავთ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც, იაფფასიანი ეპატაჟის გარდა, სხვა არაფრით გამოირჩევიან და მრავალი ანეკდოტის სუბიექტებად იქცნენ”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.