პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის – ქრისტინე კუპრავას გამოსვლასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის კომენტარებს ეხმაურება.
„ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა…
თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები.
რომ ჰკითხო, სიტყვა “უცხო”, თურმე, მასტიგმატიზებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა.
როგორი მდაბიო საქციელია ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელსა და საჯარო მოხელეზე თავდასხმა. თეონა აქუბარდიასა და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება.
ჰოდა, მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ეს პარლამენტის წარმომადგენელი აგიხსნით სიტყვა “უცხოს” მნიშვნელობას და კონოტაციას. გაგახსენებთ, ტერმინის შეცვლა რომ შემოგთავაზეთ და თქვენვე თქვით უარი… არადა, მთელი საკონსტიტუციო სარჩელები და თქვენი უბადრუკი მცდელობა სწორედ ამ ტერმინზე გაქვთ აგებული“, – წერს ნინო წილოსანი “ფეისბუკის” გვერდზე.