ოზურგეთის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დაწყებითი კლასების მოსწავლეებსა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს შეეხება.

„ვიწყებთ ახალ სოციალურ პროგრამას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული I-IV კლასის მოსწავლეების იმ ოჯახებს ეხება, ვისი სარეიტინგო ქულაც 0-დან 70001-მდეა. ეს პროგრამა მოიცავს ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას.

პროგრამა შეეხება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებსაც. პროგრამა უკვე ამოქმედებულია და ველოდებით თქვენს განაცხადებს”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე.