“წყობიდან გამოსული ეკა ბესელია, ჩაძინებული მისი თანაშემწე და უმაღლესი სტანდარტის გამოსვლები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, – თამარ ტყეშელაშვილი, ბექა ძამაშვილი. ასეთია დღევანდელი საკონსტიტუციო სხდომის მოკლე შთაბეჭდილება”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.

“პ.ს. გარეთ კი “ნაცების” ახალგაზრდული ჯგუფი უმაგრებს მხარს გამჭვირვალობის მოწინააღმდეგე სუბიექტებს“, – წერს წილოსანი “ფეისბუკის” გვერდზე