მოძრაობა „სირცხვილია“ “ფეისბუკის” გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდება.

როგორც „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით “აგენტის” სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია.

„რეგისტრაცია გადაწყვიტეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მაგალითად გვიახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მას შევხვდეთ მზად და ეს გულისხმობს, მათ შორის, შევინარჩუნოთ არსებული ორგანიზაცია და არსებული რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა და არ გადავიხადოთ ეს ჯარიმა ხელისუფლების სასარგებლოდ“, – აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.

ასევე ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება დარეგისტრირება არ-დარეგისტრირების შესახებ უნდა მიიღოს იმის მიხედვით, თუ რა არის საუკეთესო მათი მისიისთვის და მიზნებისთვის.