მარნეულში, 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 22 000 ბენეფიციარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით შეძლებს სარგებლობას.

ამჟამად მარნეულის გარკვეულ ქუჩებზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე დაზიანებული გზების სავალი ნაწილის სრულად აღდგენა მიმდინარეობს.
სულ, ჯამში, 10 კილომეტრამდე გზის საფარის აღდგენა მოხდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 5 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, ბორჩალოს ქუჩაზე გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად გასანოვის ქუჩაზე ზედა ფენის მოწყობის, ხოლო ქიქოძისა და ჟორდანიას ქუჩებზე ასფალტის საფარის აღდგენისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.