“აზრზე ხართ, რა დაემართათ? როგორც კი “ოცნებამ” კომისიის შექმნა დააანონსა, ყველაფერზე წასვლა გადაწყვიტეს… პირდაპირი გაგებით ყველაფერზე – ყველანაირ საზიზღრობაზე, ყველანაირ არაადამიანობაზე”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია ოპოზიციის შესახებ.

“ტანითვე იგრძნეს, თუ რა დაემართებათ “ნაცებს” და მათთან დაახლოებულ პირებს და გალიაში მყოფი ვირთხებივით იქცევიან… იკბინებიან, იფურთხებიან, იტყლარწებიან!!!…

მათთვის ახლა დაპირისპირება, მსხვერპლი, ქაოსი და სიკვდილიც კი ჯეკპოტივითაა… მხოლოდ ეგ დარჩენიათ და არც ჩერდებიან!!!” – წერს ლატარია.