„აქციების დირიჟორმა ჯოხი აიქნია და მშვიდობიანი რეჟიმიდან აგრესიულზე გადასვლა უბრძანა ორკესტრს“, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„ორი დღის წინ ვწერდი, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა ‘ნაცმოძრაობის” გასამართლებისათვის, რაც საკმაოდ ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.