ანალიტიკოსი გია აბაშიძე სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ:

“ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას: თურმე, მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში – არა.

ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, – ეს ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა.

თბილისი დაელოდება აშშ-ის მხრიდან
სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარისა და დირექტივების სანაცვლოდ.

22.05.24. ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გასვენებაში ირანში ჩავიდა.

30.07.24. ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

09.01.25. ნიკოლ ფაშინიანი: “სომხეთსა და ირანს აკავშირებთ ბუნებრივი ინტერესები”.

14.01.25. სომხეთი და აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას გააფორმებენ”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.