“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 15 იანვარს დაანონსებულ გაფიცვაში ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას მონაწილეობას სოციალურ ქსელში აფასებს.
“ეს ის არ არის, “პაშა ბანკი” რომ დააქცია? ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული (როგორც მისი კოლეგები ახასიათებენ ხოლმე), უმუშევარი გაიფიცება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? გაიფიცოს და იყოს. ნიკოლოზ, “პომპონჩიკიანი” ან რუსული “უშანკა” ქუდი მაინც დაიფარე თავზე, გიხდება!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.