ვიდრე ,,ნაციონალური მოძრაობა” არ მოშორდება ქართულ პოლიტიკას, მედიასა და საზოგადოებას, მანამდე ჩვენ ვიქნებით პოლიტიკურ ჩიხში”, – წერს საზოგადოება “ქართულის” თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

,,ნაცებში” მარტო ძველ “ნაცებს” არ ვგულისხმობ. გუბაზ სანიკიძის შვილს და ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძის ახალგაზრდა მუწუკ “ნაცებსაც” ვგულისხმობ.
ყველას, ვინც ამ პარტიების წევრია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან და მედიასთან შეხება.
დაკავდნენ კერძო ბიზნესით, გახსნან სასტუმროები და რესტორნები და უმასპინძლონ ერთმანეთს – 700 ათასი ადამიანი არაა პატარა ბაზარი. უფურთხონ ერთმანეთს და იყვნენ.
ის გინების “სიმღერები” და ეს გვარამიას საქციელები – ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება “ნაცური” “სახალხო” პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლის ცხადი ნიშანია”, – წერს ჯანგულაშვილი.