ქალაქ კასპში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ორბელიანის ქუჩაზე ანაკრები რკინა ბეტონის ღარების მოწყობის შემდეგ ასფალტ- ბეტონის საფარი დაიგო.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონის განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.