“ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ, თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ”, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში, რითაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს აფასებს.

“ხოლო მათ, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს,  არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება – არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით,  პატიმრობით… მუხლი 222”, – წერს ნინო წილოსანი.