ამერიკელმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ვივეკ რამასვამიმ, ტაკერ კარლსონთან საზოგადოების ხელოვნურად დაყოფაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმრავლესობა ემხრობა იდეას, ქვეყანა მართოს იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ხალხი ირჩევს და არა რომელიმე ბიუროკრატმა, რომელიც არავის აურჩევია.
„ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ადამიანების უმეტესობას ერთი და იგივე ეროვნული ღირებულებები აქვს: იდეა, რომ უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი ან გააკეთოთ რაც გსურთ, ისევე, როგორც თქვენმა მეზობლებმა; იდეა, რომ ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლების სამართავად, უნდა იყვნენ ისინი, ვინც რეალურად მართავენ მთავრობას და არა რომელიმე არარჩეული ბიუროკრატი, როგორც დაქირავებული, რომელიც მაღლიდან გასცემს განკარგულებებს. ვფიქრობ, რომ ამერიკაში ადამიანების უმეტესობა ეთანხმება ამ საკითხებს, ან სულ მცირე 80% ასეა და 20% ჩემზე ახალგაზრდაა, რომლებსაც არასოდეს უსწავლიათ ეს იდეალები.
ეროვნული დაყოფა სწორედ ეს მითია, ის ემსახურება იმ ხალხის გარკვეულ ინტერესებს, რომლებიც ამ მითს აგრძელებენ, მაგრამ თუ ამას გადავაბიჯებთ, ვფიქრობ, ჩვენ რეალურად ბევრად უფრო გაერთიანებულები ვიქნებით, როგორც ქვეყანა“, – განაცხადა ვივეკ რამასვამიმ.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=jlOQKS6ywIs