„შემთხვევითი არ არის, რომ მიიღეთ ჯო ბაიდენი, შემდეგ კამალა ჰარისი და შემდეგ მათ მიერ დადებული მომდევნო თოჯინა. ბაიდენს აქვს კოგნიტური დეფიციტი, რაც არა შეცდომა, არამედ სახასიათო ნიშანია მათთვის, ვინც მას აკონტროლებს“, – განაცხადა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ვივეკ რამასვამიმ ტაკერ კარლსონთან საუბრისას.

„კამალა ჰარისს აქვს სხვა სახის დეფიციტი, მას აქვს პოლიტიკის დეფიციტი, კოგნიტური დეფიციტი – ესეც არის არა შეცდომა, არამედ მახასიათებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად მარიონეტს მართავენ.

„ის [კამალა ჰარისი] უბრალოდ კიდევ ერთი კბილანაა მექანიზმში. ჩვენ არ ვუპირისპირდებით კანდიდატს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით სისტემას და უნდა გავიმარჯვოთ იმ ხერხით, რომ დავივიწყოთ ვინ დააყენეს კანდიდატად. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც კამალა,   არჩევნებამდე პრეზიდენტად აქციონ.  თუ ჩვენ რეალურად მოვიგებთ, მოვიგებთ ჩვენი საკუთარი ხედვის შეთავაზებით, ვინ ვართ და რას ვიცავთ სინამდვილეში? ინდივიდი, ოჯახი, ერი და ღმერთი ამარცხებს რასას, სქესს, სექსუალობას და კლიმატს.“-  აღნიშნა რამასვამიმ.

მან ასევე ისაუბრა არჩევნებში უცხოურ ჩარევებზე და ამ მხრივ რუსეთის როლზე. როგორც რამასვამიმ განაცხადა,  „არჩევნებში უცხოური ჩარევის მცდელობები ხდება მთელ მსოფლიოში და ხდება შეერთებულ შტატებშიც“. თუმცა, მისივე განმარტებით, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავად აშშ ჩაერია, ხოლო, 2020 წელს, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის სკანდალმა, რომელიც დამალეს, არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა.

„2020 წელს, ისევ შიდა არჩევნებში ჩარევა არის ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის ისტორიის დამალვა.  ეს არ მოხდა რუსული კომპანიების ან რუსეთის მთავრობის მიერ. ეს მოხდა აშშ-ის სოციალური მედიის კომპანიების მიერ, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის მთავრობაში Deep State აქტორების მითითებით, რომლებმაც სავარაუდოდ, დამალეს ეს [ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის] ამბავი, რომლის ჩახშობამ შეცვალა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. მაგრამ ისევ თქვეს, რომ ეს იყო რუსული დეზინფორმაცია“, –  განაცხადა ვივეკ რამასვამიმ.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=jlOQKS6ywIs