„დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე გახლდით, სადაც იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს “გაყალბდა, გაყალბდას” დამკვიდრების მსურველებს“, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

„კომისიის წევრები საკმაოდ კარგად არიან მომზადებულნი და, ფაქტობრივად, არ არსებობს კითხვა, რომელზეც შეიძლება, ამომწურავი პასუხი არ ჰქონდეთ. მოქალაქეებიც – პირობითი ამომრჩევლებიც კარგად იყვნენ ინფორმირებულნი.

საინტერესოა, რომ გავესაუბრე ერთ-ერთ დამკვირვებელს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” წარმოადგენდა და მანაც დაადასტურა, რომ ამ ელექტრონული სისტემისა და კომისიის წევრების მიერ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების პირობებში, არჩევნები არა მარტო სამართლიანად, არამედ მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ახლა ჯერი ამომრჩევლებსა და დამკვირვებლების სინდისზეა!“ – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.