„გუშინ დავწერე ჩემს „ფეისბუკ“ კედელზე, რომ ვიქნები არჩევნებზე ინდივიდუალური დამკვირვებელი, როგორც ერთი რიგითი, მაგრამ არა პასიური, არამედ აქტიური ამომრჩეველი. ვურჩევ ყველას, რომ იყვნენ აქტიური მოქალაქეები და არ მისცენ „დამკვირვებლის“ მანტიაში გახვეულ კოლექტიურ ლომჯარია-გიგაურებს, „ჩემს ხმას“ და „ნაცების“ სხვა საცეცებს არჩევნებზე დაკვირვების მონოპოლიზაციის უფლება“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
„დღეს ვიყავი ცესკო-ს მიერ რამდენიმე ასეულ უბანზე მოწყობილი იმიტირებული არჩევნების 2 უბანზე.
პირველი დაკვირვება და დასკვნა – ყალბია ოპოზიციის და მასთან აფილირებული პოლიტიზებული „ენჯეოებისა“ და სხვადასხვა ნაყარ-ნუყარი, ლომჯარიასეული „პლატფორმების“ მტკიცება, თითქოს ცესკო არ ახდენს ამომრჩეველთა ინფორმირებას არჩევნების ახალი წესის შესახებ. ინფორმირება მიმდინარეობს, და თან – უპრეცედენტოდ მასშტაბურად.
კიდევ ერთი მიგნება – იმიტირებული არჩევნების ერთ-ერთ უბანში, სადაც არ ვარ რეგისტრირებული, ჩემი პირადობის მოწმობა აპარატმა არ გაატარა და დაიწყო ინტენსიურად წრიპინი, იმის მანიშნებლად, რომ მე „იქაური“ არ ვარ. შესაბამისად, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ერთმა ადამიანმა რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა.
საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ელექტრონული აპარატით ხმის მიცემის პროცედურა არის უმარტივესი ნებისმიერი ინტელექტის დონის მქონე ამომრჩევლისათვის, თუ, რა თქმა უნდა, ის პროვოკაციის მოსაწყობად არ არის მიგზავნილი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.