“საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვსაუბრობ მაგალითად ტექნიკურ საკითხებზე, კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა.
მისი თქმით, ევროკომისიის დამოკიდებულება საქართველოსადმი სამართლიანი არ არის.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპულ გზაზეა და თუ გულწრფელები ვიქნებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვერ ვხედავ მიზეზს საქართველოსთვის ბარიერების შექმნის ან იმის, რომ გარკვეული ფორმით გავყინოთ ევროკავშირსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში მყოფ ქვეყანასთან.
ჩემი აზრით, კომისიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სამართლიანი არ არის. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. ვფიქრობ გულწრფელი და სამართლიანი უნდა ვიყოთ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ თვალსაზრისითაც უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ევროკავშირის ინტერესებშია რეგიონი იყოს სტაბილური და არასტაბილურობა უდიდესს რისკს წარმოადგენს ევროგაერთიანებისთვის“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.