„ის თვითმარქვია “ენჯეოები”, რომლებიც, რეალურად, “ნაცების” განშტოებები არიან, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს კანონდარღვევით აფასებენ არა პროფესიონალიზმით, არამედ რაღაც გაბუქებული ნათესაური კავშირებით. ცესკო-ზე მორიგი თავდასხმის ეს სტრატეგია გასაგებია, რადგან ელექტრონულ არჩევნებზე ვერანაირ არგუმენტებს ვერ მოიშველიებენ, რომ “გაყალბდა”, ამიტომ აზიანებენ საარჩევნო გარემოს“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თქმითაც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლისა და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება.
„რასაკვირველია, ამ ბინძურ კამპანიაში ჩაბმულია უზნეო “ნაცმედია”, რომელიც, ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ახლობლებსაც კი გაწირავს.
საარჩევნო სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე რევანშისტების ტოქსიკური თავდასხმები და რადიკალთა დეზინფორმაციული დესტრუქცია აღსაკვეთია არსებული კანონიერი მეთოდებით!“ – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.