პარასკევს, ევროპის ცხრა ქვეყანამ გამოთქვა პროტესტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიმართ, რადგან მან რუსეთში მისიების განახლება გადაწყვიტა.
ქვეყნები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთთან ხელახალი ურთიერთობა ზიანს აყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეპუტაციას. ინფორმაციას “Reuters-ი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეწყვიტა ყოველწლიური კონსულტაციები რუსეთთან, რასაც ვაშინგტონში დაფუძნებული ფონდი ყველა კრედიტორი წევრისთვის აკეთებს.
2 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რუსმა აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთთან ონლაინ კონსულტაციებს 16 სექტემბერს განაახლებს, რასაც მოჰყვება სსფ-ის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში 1-ელ ოქტომბრამდე, რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის მიზნით.
„გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი უკმაყოფილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამგვარი გეგმების მიმართ“, – აცხადებენ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ისლანდიის, დანიის, ნორვეგიისა და პოლონეთის ფინანსთა მინისტრები სსფ-ის ხელმძღვანელის – კრისტალინა გეორგიევასადმი მიწერილ წერილში.