“იცით რა მიკვირს? ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზე, რომელსაც ამხელა წიკვინიმოჰყვა ადგილობრივი “ომის პარტიის” და მისი განშტოებების მხრიდან, რატომ არ იღებენ ხმას სამშვიდობო საკითხებზე და კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე ის ენჯეობი, რომლებიც ამაში უცხოურ გრანტებს იღებენ?! ეს ხომ
თქვენი თემაა ბატონებო! როგორ გინდათ დაძრათ ადგილიდან პრობლემა?” – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

“როგორ წარმოგიდგენიათ კონფლიქტის მოგვარება, თუ მონაწილე მხარეებმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ აღიარეს? თუ იმდენად მიეჩვიეთ თქვენთვის კომფორტულ “სტატუს ქვოს,” რომ ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა და სიტყვის თქმა არ გინდათ? შერიგება ხომ შეცდომების აღიარებით და თუ საჭიროა ბოდიშის მოხდით იწყება!

მეორე საკითხია, როგორ ბედავენ ამ თემაზე საუბარს ნაცმოძრაობა და მისი ანასხლეტები, რომლებმაც ყველაფერი
გააკეთეს იმისათვის, რომ თითქმის უკვე შემორიგებულ ოსებთან ხელახლა გაეღვივებინათ კონფლიქტი! აი ესაა სამარცხვინო!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.