“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების – სორისა და ღარის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტიანად მოგვარების გზები.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისაუბრეს ბოლო წლებში „ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდის მიერ ონის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.