“მიზანმიმართულად ხდება მედია საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია, საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიოს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ წინასაარჩევნო პერიოდში წარმოებულ ნეგატიურ კამპანიაზე საუბრისას.
„ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო „თავისუფალი ევროპის“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმაც უარყო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.