ვატო შაქარიშვილი: “აშშ დაშლის საფრთხის წინაშეა! გაძლიერდნენ ტეხასის დამოუკიდებლობის მსურველი სამოქალაქო ჯგუფები და ფართოდ განიხილება შეერთებული შტატებიდან გასვლის საკითხი”

108

საზოგადოებრივი მოძრაობის – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში ამერიკის შტატ ტეხასში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“აშშ დაშლის საფრთხის წინაშეა!

საზღვრების მოშლა და უკონტროლო მიგრაცია უკვე დიდი ხანია, ამერიკის შიდა პოლიტიკაში ძირითადი საკითხია. ყველაზე მეტად აღნიშნული პრობლემა აშშ-ის სამხრეთში მდებარე შტატ ტეხასს ეხება.

იქიდან გამომდინარე, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს ქვეყნის საზღვრების გასაკონტროლებლად, ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ ტეხასს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და მისი გადაწყვეტილებით საზღვარზე დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი.

შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა უზენაესმა სასამართლომ და ფედერალურ აგენტებს მავთულხლართების დემონტაჟის უფლება მისცა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უთანხმოება ცენტრალურ და შტატის მთავრობებს შორის.

ამ ფონზე, გაძლიერდნენ ტეხასის დამოუკიდებლობის მსურველი სამოქალაქო ჯგუფები და ფართოდ განიხილება შეერთებული შტატებიდან გასვლის საკითხი. პროცესს უკვე ეწოდა “ტექსიტი.”
ტეხასს მხარს უჭერენ სხვა შტატები,25-მა გუბერნატორმა ერთობლივი წერილი გაავრცელა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ტეხასს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი საზღვრები უკანონო მიგრანტებისგან.

ბოლო წლების განმავლობაში ეს ყველაზე დიდი კონფლიქტია ფედერალურ ხელისუფლებასა და შტატებს შორის. სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ადამიანი წერს ამერიკაში სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეზე”, – წერს შაქარიშვილი “ფეისბუკში”.