“პრემიერ-მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე  უარი თქვა”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

“პრემიერ-მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება არის ხელოვნურად შექმნილი თემა, რათა ქართულმა ჩარეცხილმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიამ საკუთარი ბაბლი
ამ თემაზე მისეული ნარატივით ასაზრდოოს.

რაც შეეხება ýსპეკულაციას, რომ საქართველოს პრემიერს თითქოს “ხელს არავინ ართმევს” და ზელენსკის ხელსაც ართმევენ და მქუხარე აპლოდისმენტებითაც აჯილდოებენ,  ეს პოლიტიკურად კარგად გაყიდვადი საჩვენებელი დადგმაა.

სინამდვილეში, იქ მსხდომთაგან ყველამ კარგად იცის, ყოველდღიურად რა სისხლის ფასი უჯდება უკრაინას ზელენსკისათვის დასავლეთისა და ევროპის ლიდერების მიერ გაწვდილი ხელის გულთბილი ჩამორთმევა, და რომ ომი უკრაინაში დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომელსაც დათანხმდა ზელენსკი.

მინაწერი: ჩვენ, ომს გადარჩენილ ხალხს, მშვიდობიანი საქართველო გვირჩევნია ზოგიერთი უცხოელი ლიდერის “გულთბილ” მისალმებას.

სისხლისა და ომის ფასად პოლიტიკურად ყალბი და ცრუ მეგობრობანას თამაში ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.