“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!” – საქართველოს ეროვნული ლიდერისა და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ეს ლეგენდარული სიტყვები ჩვენი სამშობლოს რაობისა და ყოფიერების ქვაკუთხედია. აკი, საქართველოს ისტორიაც ამას არ მოწმობს, რომ ქვეყნის გამთლიანება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მხოლოდ გრძელი, ეკლიანი გზით, შრომით, თავდადებით, ძლიერი საქართველოს ჩამოყალიბებითა და ქართველი ერის აღდგომის სახით მთავრდებოდა?!

საქართველოს გზა უნიკალური და ქრისტესმიერია. მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს.
დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს განუმარტა მსოფლიო საზოგადოებებს და იქვე წითელი ხაზებიც გაუვლო – მხოლოდ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სამშობლოს მეგზურობა და ჩვენმა სიმცირემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. 3000 წელი ვიცხოვრეთ და კიდევ ბევრ იმპერიას მოვინელებთ ერთადერთი, საკუთარი თავისა და ღვთის რწმენის საშუალებით!

ურთულესია გზა, რომელიც აღდგომამდე მიდის!
ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს!” – წერს ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.