პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა.

დეპუტატი ერთ-ერთი კომედიური შოუდან აზიარებს ვიდეოს, თუ როგორ დასცინის ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს და აღნიშნავს, ამაზე ვინმე თუ აღშფოთებულა.

“უკრაინის კადრები ბანერებზე – ეს ხომ უშველებელი განცდის და ტკივილის გამოხატულებაა! რაც არ გვინდა, რომ საქართველოს დაატყდეს თავს, როგორც ამას ზელენსკი და სხვები ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ.

თავის დროზე კი, ასე ღადაობდა ჩვენს უბედურებაზე, საქართველოს დროშით ხელში! ამაზე აღშფოთდით ვინმე?!!”- წერს გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში.