“ვაშინგტონის მკაცრი მიდგომა „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით, ზოგჯერ ფარისევლობის ნიშნებს ატარებს”, – აღნიშნული სათაურით სტატიას გამოცემა „Responsible Statecraft-ი“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორი, აშშ-ის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩარევასთან დაკავშირებით გამოქვეყებულ სტატიაში, საქართველოში მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკას ეხმაურება. ის ბაიდენის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და იქვე დასძენს, რომ ბაიდენს სუვერენიტეტის მხარდაჭერის არასწორი აღქმა აქვს.

“ბაიდენის აზრით, სწორად გაგებული სუვერენიტეტი, ამერიკის სურვილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ მოიცავს”, – წერს ავტორი.

„უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღება არ არის არსებითად არადემოკრატიული, რომ აღარაფერი ვთქვათ „რუსულ სულისკეთებაზე“, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებდა. ახალი კანონი ჯგუფებს ავალდებულებს მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჟღავნებას, თუ შენატანი შეადგენს მათი ბიუჯეტის მეხუთედს ან მეტს. თავისივე პირობებით – „ეს კანონი არეგულირებს სუბიექტის, როგორც უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას და სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან”. ამ კანონის საფუძველზე უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობა ვერ შეიზღუდება“,- ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი იხსენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ვენეციის კომისიის მიერ ზემოთხსენებული კანონის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობასაც მოქალაქეებისთვის კეთილდღეობა მოაქვს. თუმცა, ავტორი იქვე დასძენს, რომ მბრალდებლები სათანადო ნდობით ვერ სარგებლობენ.

„მბრალდებლები სათანადო ნდობით ვერ სარგებლობენ. სერჟ შმემანმა ნიუ-იორკ თაიმსიდან აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები და ევროპელები კანონპროექტის ჩასახსნელად საქართველოზე ზეწოლას აძლიერებენ, მათ უმჯობესია გადახედონ საკუთარ „უცხოელი აგენტების შესახებ “ კანონმდებლობას, რათა ის არასდროს იქნას გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი”.

სტატიის ავტორი საკანონმდებლო საკითხების გამო, ევროკავშირში გაწევრიანების დისკუსიების შეჩერებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე, აშშ-სა და ევროკავშირს აკრიტიკებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, არასრულყოფილი კანონმდებლობა არ ამართლებს დახმარების შეწყვეტას, სავიზო შეზღუდვებსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსიების შეჩერებას, როგორც ეს გააკეთეს როგორც აშშ-მ, ასევე ევროკავშირმა. იგივენაირად შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ვაშინგტონში, ბრიუსელში და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყნაში უამრავი კანონი“,- ნათქვამია სტატიაში.