„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული დიდი სამსახურისთვის, ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, არაერთი დარგის განვითარება-მხარდაჭერისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში, მისი და კაბინეტის საზოგადოებაზე მზრუნველობისთვის! წარმატებები მას ამ არანაკლებ საპასუხისმგებლო მისიაში!

ცოცხალ და ძლიერ გუნდში, იქნება ეს პოლიტიკური, ბიზნეს თუ სპორტული, განახლება და როტაცია გასაკვირი საღად მოაზროვნეთათვის არასოდესაა. პარტია “ქართულ ოცნებას” წინ კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა ელის – ზედიზედ მეოთხე დამაჯერებელი გამარჯვება. ამისთვის კი, საჭიროა ჯეროვანი მომზადება საშინაო და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით.

ყურადსაღებია, რომ ასეთი გადაწყვეტილება – აღმასრულებელი შტოს ნაცვლად, სათავეში ჩადგომოდა მმართველ პოლიტიკურ პარტიას – თავად ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო და ამაზე გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები. ვის, თუ არა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოსაც უკეთ მოეხსენება, თუ სად, რომელ ფლანგზე ვინ და როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას. შარახვეტია პოლიტიკური “ნაცმჩხიბავების” (და არა აქტორების) ტრაგიკომიკური შეფასებები და ფსევდოანალიზი იყო და დარჩება უმდაბლეს ნიშნულზე.

პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, რომლის ერთ-ერთი, ასევე გამორჩეულად პროფესიონალი სახელმწიფო მოღვაწეა ირაკლი კობახიძე, უამრავი ამოცანა აქვს შესასრულებელი. მის გვერდით იქნებიან როგორც ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სხვა ლიდერები, ისე, უწინარესად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერნი საზოგადოების უმრავლესობიდან.

მშვიდობა, განვითარება და წარმატებები საქართველოს ამ ტურბულენტურ ეპოქაში!”