ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობამ” კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და, 55 ქულით, 49-ე ადგილს იკავებს.
აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.
საქართველო, ასევე, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. რეიტინგში საქართველოს უკან არიან: მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.
“საერთაშორისო გამჭირვალობა” კორუფციის აღქმის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს.