დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალი სატრანსპორტო საშუალებების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ავტობუსების ჩანაცვლება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შემოყვანილია 25 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. საერთო ჯამში კი თბილისში, ამ დროისთვის, 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.