“განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ, უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.

წულაძემ პრემიერ-მინისტრს, განათლების ყოფილ მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი, თანამებრძოლი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოჰკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას.

მოგეხსენებათ, განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ, უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – აღნიშნა წულაძემ.