პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
UFC-ის ჩემპიონმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.