“პირველ რიგში, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის დელეგატებს, ჩვენს გუნდს მინდა მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ბუნებრივია და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაში არის საკვანძო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.