„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ბანერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია “ნაცმოძრაობისგან”, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“ – წერს მდინარაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.