“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონში დავითაშვილის ქუჩა N26- ში მაცხოვრებლებს შეხვდა.
ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე დელეგატმა განიხილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
„განვიხილეთ, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. „ქართული ოცნების” გუნდმა 12 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა. მჯერა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობით, კიდევ ერთხელ მტკიცედ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.