“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ღვიარას, კლდისუბანის, სადმელის, ძირაგეულის, კვაცხუთის, ხიმშის, წესისა და მუხლის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები.