ათენის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი უკვე სალონიკიში გაიხსნა.
კლუბი საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს.
ისინი საჯაროდ უცხადებენ მხარდაჭერას მმართველ გუნდს და ამბობენ, რომ მათი არჩევანი მშვიდობასა და ღირსების შენარჩუნებაზე გადის.
მათი თქმით, ემიგრანტებისთვის კლუბის გახსნა დროული იყო, რადგან მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე სწორედ „ქართული ოცნებაა“ პარტია, რომლის დამსახურებითაც ახლა საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს.