ქვეყნის მომავლის მშენებლობის საქმეში ემიგრაციის როლზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც სალონიკიში ემიგრანტებს შეხვდა,
“დღეს საქართველოს გადის ბეწვის ხიდზე – შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ არა. ამაზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა საქართველო და ეს კარგად აქვს გასიგრძეგანებული ყველა ემიგრანტს. განსაკუთრებით ემიგრანტებს, რომლებიც მოწყვეტილები არიან სამშობლოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ოფისი გააგრძელებს ფუნქციონირებას მას შემდეგაც, რაც არჩევნები ჩაივლის და ეს იქნება ერთგვარი ხიდი სამშობლოსა და სამაობლოს დროებით მოწყვეტილ ადამიანებს შორის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის: ათენის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი უკვე სალონიკიში გაიხსნა.
კლუბი საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს.