“მთავრობა 750$-ს სთავაზობს ადამიანებს, რომელთა სახლები წყალდიდობამ გაანადგურა და მაინც , ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვუგზავნით უცხო ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობას არასდროს სმენია”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

„დღეს საღამოს ჩვენ უნდა ვილოცოთ და მხარი დავუჭიროთ ქარიშხალ “ჰელენის” მიერ დაზარალებულ ყველა ოჯახს. “კატრინას” შემდეგ, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო სტიქიაზე ყველაზე ცუდი პასუხი. ეს, უბრალოდ, მიუღებელია იმ ხალხისთვის. მე ვიყავი ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში და გეტყვით, რომ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი აკეთებს შესანიშნავ საქმეს, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვა ადამიანები, რომლებიც არ აკეთებენ კარგ საქმეს და მათ უნდა გავაკეთებინოთ კარგი საქმე. ფედერალური მთავრობა მუშაობს ძალიან ცუდად, – ისინი ვერ აკეთებენ საქმეს და ჩვენ გვაქვს ისეთი სიკვდილიანობა და უყურადღებობა, როგორიც, შესაძლოა, არასდროს გვინახავს.

თუ გინდათ პრეზიდენტი, რომელიც წყალდიდობის დროს არც კი შეეცდება თქვენს გადარჩენას, ხმა მიეცით კამალას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.